პირადულობის დებულება Tor-ბრაუზერისთვის კომპიუტერზე, Tor-ბრაუზერისთვის Android-ზე
ამოქმედების თარიღი: July 26, 2025
ამ დებულებას ექვემდებარება:
- Tor-ბრაუზერი Android-ზე
- Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე.
განსაზღვრავს, თითოეულ პროგრამას როგორ აქვს წვდომა, როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს მომხმარებლის მონაცემებს.
1. შემმუშავებელი და საკონტაქტო მონაცემები
შემმუშავებელი: The Tor Project, Inc.
ვებსაიტი: https://www.torproject.org
მხარდაჭერა/კითხვებისთვის: https://support.torproject.org/
პირადულობის საკითხებისთვის ელფოსტა: privacy contact
2. პირადულობის საერთო დებულებები
Tor-პროგრამები მოწყობილია მომხმარებლის პირადულობისა და ვინაობის გაუმხელობის უმაღლეს დონეზე ასაყვანად:
- არავითარი აღრიცხვა მომხმარებლის პირადი თუ საფრთხილო მონაცემებისა
- არავითარი თვალის დევნება, გაზომვები თუ კვლევები
- არავითარი მომხმარებლის ანგარიშები ან ვინაობაზე მიბმა
- ღია წყაროთი და პირადულობისთვის მომართული
3. ცალკეულ პროგრამაში მონაცემებთან მოპყრობა
Tor-ბრაუზერი Android-ზე Alpha
- აღრიცხავს IP-მისამართებს, მონახულებულ გვერდებს, მოწყობილობის საცნობს ან მდებარეობას
- ყველა კავშირს ატარებს Tor-ქსელის გავლით ვინაობის გაუმხელობისთვის, გარდა ერთი გამონაკლისისა:
- მკაცრად შეზღუდული და ცენზურის ქვეშ არსებული ინტერნეტკავშირისას Tor-ბრაუზერმა შეიძლება ისარგებლოს შეზღუდვების არიდების საშუალებებით, როგორებიცაა მისაერთებელი გადამყვანები (PT) (მაგ., Moat) ხიდური გადამცემების მონაცემების მოსაპოვებლად.
- ამგვარი ხელსაწყოები მოითხოვს Tor-ის გარე მყისიერ კავშირს, ე. წ. მანიშნებელი არხის გავლით, საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად Tor-ქსელთან მიერთებისთვის.
- ამგვარი კავშირის მოშველიება თავისთავადაცაა შესაძლებელი, როცა Tor-ბრაუზერი ვერ უერთდება ქსელს პირდაპირ ან შეიძლება მომხმარებელმაც მიუთითოს ხელით.
- Tor-პროექტი არ აღრიცხავს პირის ამოსაცნობ მონაცემებს ამგვარი მანიშნებელი მოთხოვნების გაგზავნისას.
- ინახავს გამოყენებისას დროებით მომარაგებულ მონაცემებს, რომლებიც სუფთავდება გამოსვლისას ან „ახალი ვინაობის“ არჩევისას
4. ნებართვები (Android)
Tor-ბრაუზერისთვის Android-ზე ამჟამად მოითხოვება მოცემული ნებართვები:
INTERNET
— კავშირისთვის Tor-ქსელთან
WAKE_LOCK
— მოწყობილობის უქმ რეჟიმში გადასვლის აღსაკვეთად (მაგ., გაშვებული ვიდეოს ყურებისას)
MODIFY_AUDIO_SETTINGS
— ითხოვს WebRTC-შემადგენლები (შენიშვნა: WebRTC სრულადაა ამორთული აწყობისას)
HIGH_SAMPLING_RATE_SENSORS
— იყენებს JavaScript გარკვეული მაკავშირებელი API-ებისთვის; დროითი ზემოქმედება Tor-ბრაუზერის პირადულობისთვის
აღნიშნული ნებართვები არაა დაკავშირებული მონაცემთა შეგროვებასთან და მიმართულია იმ შესაძლებლობების ასამუშავებლად, რომლის წყაროცაა Firefox (Fenix). დროდადრო განვიხილავთ და ვამოწმებთ ხოლმე წყაროდან მომდინარე ამგვარ ნებართვებს, ხომ არ არღვევს მომხმარებლის პირადულობასა და ვინაობის გაუმხელობას.
Tor-ბრაუზერისთვის Android-ზე არაა მოთხოვნილი:
- სატელეფონო ნომრები
- მდებარეობა
- მოწყობილობის საცნობები (მაგ., IMEI, Android ID)
- გარე საცავი ან ფაილები
- სატელეფონო ზარების ჩანაწერები ან SMS-მონაცემები
- მომხმარებლის ანგარიშები ან შესვლის მონაცემები
წვდომა კამერასთან, მიკროფონთან ან მოწყობილობის სხვა აღმქმელებთან არ მოითხოვება ნაგულისხმევად. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს შეუძლია დამატებით გასცეს ნებართვა სხვადასხვა საჭიროებისას, როგორიცაა:
- QR-კოდების გადაღება მისამართების ველიდან
- საიტზე არსებული შესაძლებლობის გამოყენება (მაგ., ვიდეოშეხვედრების მოსაწყობად)
ყველა ამგვარი მოთხოვნა ექვემდებარება Android-ის მიერ გაშვებულ ნებართვების დამმუშავებელს, მომხმარებელი მხოლოდ გასცემს ან უარყოფს ნებართვებს, მოქმედების არე და დრო კი შეზღუდულია.
5. მონაცემთა გაზიარება და გარეშე მხარეები
არავითარი მონაცემები არ უზიარდება გარეშე მხარეებს მომხმარებლის შესახებ — არანაირ სარეკლამო თუ კვლევით დაწესებულებებს ან სხვ.
Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ნებით ინახულონ https://check.torproject.org, რომლის ბმულსაც შეიცავს გვერდი about:tor საკუთარი კავშირის დასამოწმებლად. ეს არასავალდებულოა, განისაზღვრება მომხმარებლის სურვილით და გაატარებს Tor. არავითარი ამოსაცნობი მონაცემები არ აღირიცხება და არ ინახება. ამგვარი შემოწმება არ ეშვება თავისთავად და არაა ხელმისაწვდომი Android-ზე.
Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე შესაძლოა, ვინაობის გაუმხელად ამოწმებდეს ხელმისაწვდომ განახლებებს Tor-პროექტის სერვერებზე. განახლების შემოწმებაში იგულისხმება:
- პროგრამული განახლების მოძიება Tor-პროექტის სერვერებზე Tor-ქსელის გავლით
- გაფართოებების განახლებების მიღება Mozilla-ს დამატებების მომსახურებით (მაგ., კრებულს მოყოლილი გაფართოებებისთვის, როგორიცაა NoScript)
- ამგვარი მოთხოვნები განახლებებისთვის არაა მიბმული მომხმარებლის ამოსაცნობ ან მოწყობილობის მონაცემებთან.
Android-პროგრამებისთვის განახლებების მიწოდებისთვის გამოიყენება პროგრამების გასავრცელებელი წყაროები (მაგ., Google Play) და არა პირდაპირ Tor-პროექტის სერვერები.
ამგვარ შემთხვევებში, როცა ჩვენი პროგრამების გასავრცელებლად გამოიყენება Google Play მასთან არსებული მომსახურებებით, ჩვენ არაფერი ხელგვეწიფება და სრულად ვექვემდებარებით მათი მომსახურებისა თუ პირადულობის დებულებებს.
დამატებები და გაფართოებები: მომხმარებელმა შეიძლება დამატებით ჩადგას გაფართოებები Tor-ბრაუზერში. აღნიშნული გაფართოებები დამოუკიდებლად მოიპოვებს განახლებებსა თუ შეზღუდვის სიებს (მაგ., uBlock Origin თავად ჩამოტვირთავს ხოლმე ფილტრებს). ყველა ამგვარი მოთხოვნა გადამისამართდება Tor-ქსელის გავლით ვინაობის გაუმხელობის შესანარჩუნებლად.
არავითარი დასინქრონება ან დამარქაფება არ ხდება მომხმარებელთა მოქმედებების, გამართვისა თუ ვინაობის მონაცემებისა.
6. მონაცემთა გამოთხოვა და წაშლა
- არანაირი პირადი მონაცემები არ აღირიცხება და არ გადაიცემა Tor-ბრაუზერის მიერ მუდმივად
მიუხედავად ამისა, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მოცემული შემთხვევები, როცა გარკვეული მონაცემები შეიძლება მუდმივად დარჩეს ადგილობრივად:
სანიშნები და ჩამოტვირთვები მომხმარებელის მიერ თუ შეინახება მოწყობილობაზე, არ წაიშლება თავისით.
Tor-ის მდგომარეობის დამდგენი ფაილები საჭირო Tor-ქსელთან კავშირისთვის (თუნდაც მცველი კვანძებისა და შეთანხმებული მუშაობის მონაცემები). ეს მონაცემები ამოსაცნობად არაა გამოსადეგი და გამოიყენება მხოლოდ Tor-ის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად.
პირადი თვალიერების (PBM) მოქმედება:
**Android-ზე** პირადი თვალიერება მუდამ ამოქმედებულია, რომ ადგილობრივად არ ინახებოდეს ისტორია, ფუნთუშები თუ გამოყენების მონაცემები.
**კომპიუტერზე** პირადი თვალიერება ამოქმედებულია ნაგულისხმევად, თუმცა გათიშვა შესაძლებელია პარამეტრებიდან. ასეთ შემთხვევაში მონახულებული გვერდები, ფუნთუშები თუ საიტის მომარაგებული მონაცემები შეიძლება შენარჩუნდეს მომავალი გამოყენებების დროსაც, სანამ ხელით არ გასუფთავდება.
გამოყენების მონაცემები (მაგ. ჩანართები, საიტის მასალები, ფუნთუშები, ისტორია) იშლება პროგრამის დახურვისთანავე (Android) ან „ახალი ვინაობის“ არჩევისას, ანდაც ბრაუზერიდან გამოსვლისას (კომპიუტერზე მოქმედი როცაა პირადი თვალიერება)
ამოშლისას Tor-ბრაუზერი აცილებს ადგილობრივად შენახულ ყველა მონაცემს.
7. ბავშვთა პირადულობა
ეს პროგრამები არაა განკუთვნილი 13 წლამდე ბავშვებისთვის. შესაბამისად, არავითარი მონაცემები არ აღირიცხება. თუ შევიტყობთ ამგვარი მონაცემების არსებობის შესახებ, აუცილებლად წაიშლება.
8. უსაფრთხოება და ვინაობის გაუმხელობა
- მიმოცვლილი მონაცემები სრულად დაშიფრულია და გატარებულია Tor-ქსელით
- Tor-ბრაუზერს კომპიუტერსა და Android-ზე ახლავს თანმომყოლი საშუალებები თვალთვალისა და ამოცნობისგან დაცვისთვის, მათ შორის:
- განურჩეველი მომხ. წარმდგენი
- ეკრანის ზომების ერთგვაროვანი დაყვანა (კომპიუტერზე მხოლოდ)
- ვებსაიტის შიგთავსის განმხოლოება
- კოდი ღიაა საჯარო შემოწმებისთვის
9. ცვლილებები ამ დებულებაში
მასალის ცვლილება გამოიწვევს:
- „ამოქმედების თარიღის“ შესწორებას
- განახლებული დებულებების გამოქვეყნებას ამავე გვერდზე
10. ნებართვა
Tor-ბრაუზერის გამოყენებით კომპიუტერსა თუ Android-ზე, ეთანხმებით ამ დებულებას. თუ არ გსურთ დაეთანხმოთ დებულებას, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ აღნიშნულ პროგრამებს.
11. GDPR და მონაცემთა უსაფრთოხება
Tor-პროექტი ერთგულია მომხმარებელთა პირადულობის ხელშეუხებლობისა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ევროკავშირის შემუშავებულ საყოველთაო დადგენილებას მონაცემთა დაცვის შესახებ (GDPR).
ვინაიდან Tor-ბრაუზერი კომპიუტერსა და Android-ზე არ აგროვებს, არ ამუშავებს და არ ინახავს პირად მონაცემებს — გამომდინარე მოწყობისა თუ გამოყენების თავისებურებებიდან — GDPR საერთოდ არ შეეხება აღნიშნულ პროგრამებს.
თუ კითხვები გაქვთ მონაცემთა დაცვისა და პირადულობის უზრუნველყოფის ჩვენ მიერ გამოცდილი ხერხების შესახებ, შეგვეხმიანეთ: frontdesk@torproject.org.